უგანდაში გეი აქტივისტს თავი მოკვეთეს
08 07 2010

შემაშფოთებელი სიახლეები უგანდადან, სადაც „Integrity Uganda“-ს გეი აქტივისტის პასიკალი კაშუსბეს მოკვეთილი თავი და დასახიჩრებული სხეული იქნა აღმოჩენილი.

პასიკალი და მისი პარტნიორი ებბი, „Integrity Uganda“-ში მუშაობდნენ და მათ ევალებოდათ ახალგაზრდა ლგბტ ადამიანების მობილიზება ისეთ აქტივობებში, რომლებიც მათ ჰომოფობიასტან ბრძოლაში დაეხმარებოდათ.

პოლიციის განცხადებით, დასახიჩრებული სხეული, რომელიც კვირის დასაწყისში იქნა აღმოჩენილი, სავარაუდოდ, პასიკალის ეკუთვნის. გვამი მამაკაცისაა და მას არ აქვს გენიტალიები.

პასიკალი უგზოუკვლოდ დაიკარგა სამი კვირა–ნახევრის წინ, როცა უგანდაში წამებულთა დღეს აღნიშნავდნენ.

წყარო:

http://www.back2stonewall.com/2010/07/shocking-news-uganda-gay-activist.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი