გაერო მისი თანამშრომლების ჰომოსექსუალურ ქორწინებებს აღიარებს
10 07 2014
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მონი, აცხადებს, რომ გაერომ გადაწყვიტა ყოველი მისი თანამშრომლის ჰომოსექსუალური ქორწინება ცნოს. აქამდე, გაერო მხოლოდ იმ თანამშრომლების ქორწინებებს აღიარებდა,  რომელთა ქვეყნებშიც გეი ქორწინებები ლეგალურია. ახალი პოლიტიკა ძალაში 26 ივნისს შევიდა და ეხება გაეროს დაახლოებით 43 000 თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ გაეროს დამოუკიდებელ სააგენტოებს, როგორიცაა, ბავშვთა ორგანიზაცია UNICEF და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია Unesco, ეს ცვლილება არ შეეხება. Pew Research Center-ის ცნობით, ჰომოსექსუალური ქორწინება კანონიერია 18 ქვეყანაში, ასევე აშშ-ს ზოგიერთ შტატსა და მექსიკაში, მაგრამ დისკრიმინაცია ბევრ ქვეყანაში პრობლემად რჩება. სავალალო მდგომარეობაა უგანდაში, რომელმაც თებერვალში გეი კავშირების სამუდამო პატიმრობით დასჯის კანონი  მიიღო. წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან