სირიის უნივერსიტეტებში ფარანჯა აიკრძალა
28 07 2010

გიას ბარაქათმა განაცხადა, რომ ფარანჯის ტარება არ შეესაბამება სირიული უნივერსიტეტების ღირებულებებსა და ტრადიციებს.

ეს დადგენილება ინტერნეტ საიტ All4Syria-ზე გამოქვეყნდა სტუდენტებისა და მშობლების თხოვნებზე საპასუხოდ.

ქინდა შამმათი, სამართალმცოდნეობის პროფესორი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი, მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და თქვა, რომ იგი შეესაბამება სირიელ მუსულმანთა უმეტესობისთვის დამახასიათებელ ზომიერებას.

ამავე დროს, დამასკოში ბიბისის კორესპონდენტი ლინა ჰიჯაბი აცხადებს, რომ ზემოხსენებული დადგენილება იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ სირიული საზოგადოება უფრო კონსერვატიული ხდება.

”უკანასკნელ წლებში სირიაში ნამდვილი ისლამური აღზევება მიმდინარეობს: სულ უფრო მეტი ქალი იწყებს ჰიჯაბის ტარებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მთავრობის ნაბიჯი სირიულ საზოგადოებაში საერო სულისკვეთების გაძლიერებისკენ”

2009 წელს ეგვიპტეს სულიერმა ხელმძღვანელმა შახმა მოხამედ საიედ ტანტავიმ აუკრძალა ჰიჯაბიან სტუდენტებს ალ აზხარის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამოჩენა.

გასულ კვირას საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი საზოგაროებრივ ადგილებში ფარანჯის ტარების აკრძალვას.

ბელგიის ქვედა პალატამ აგრეთვე დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ისეთი ტანსაცმლის ტარებას, რომელიც ადამიანის გარეგნობას ფარავს, თუმცა კონკრეტულად ფარანჯა, საბუთში ნახსენები არაა.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან