რასობრივი თანასწორობისა და ლგბტ უფლებებისათვის ბრძოლა განუყრელია
25 03 2013
სამოქალაქო უფლებათა გმირმა ბაიარდ რასტინმა ერთხელ თქვა ”ღმერთი არ გვთხოვს რომ აუცილებლად შევასრულოთ ის დავალებები, რომლებისკენაც კაცობრიობა უნდა ისწრაფოდეს. ღმერთს ის ჭირდება, რომ ჩვენ არასოდეს გავჩერდეთ და მუდამ ვეცადოთ.” რასტინი, ღიად გეი შავკანიანი მამაკაცი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც მიზანდასახული და გულიანი ადამიანი, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა. მან ადრეული ასაკიდანვე კარგად იცოდა რა არის დისკრიმინაცია და სეგრეგაცია. მას არასოდეს ჩაუქნევია ხელი და არასოდეს გაჩერებულა. რასტინი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პროტესტის ხმა გააჟღერა. ის თავისუფლების მშვლელობათა ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი და 1963 წლის მარტში უოშინგტონის მსვლელობის აქტიური მონაწილე გახლდათ. მოგვიანებით მან განაცხადა რომ მისი აზრით ჰომოფობიასა და რასიზმთან ბრძოლა განუყოფელია ერთმანეთისგან. მითი, თითქოს აფრო-ამერიკელები და ლგბტ ადამიანები ორი განცალკევებული და ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფია, გასული წლების განმავლობაში ხშირად ისმოდა, განსაკუთრებით რელიგიური კონსერვატორების მხრიდან. ამასობაში კი, ეპისკოპოსმა ელისონ აბრამსმა, აფრო ამერიკელმა რელიგიურმა ლიდერმა, დაწერა სტატია სადაც აცხადებს, რომ დიდი ხანია უკვე დროა DOMA (ქორწინების დაცვის აქტი, რომელიც ქორწინებას განსაზღვრავს, როგორც კავშირს ქალსად და კაცს შორის) გაუქმდეს, რადგან ის ”აზიანებს და ამცირებს მათ, ვინც იცის რა არის სიყვარული და ვინც ყოველდღიურად გამოხატავს ამ სიყვარულს ერთმანეთისადმი. ის აშორებს და აზარალებს მათ ვისაც მთელი გულით უყვართ, და უბრალოდ ჭირდებათ რომ შესაბამისი უფლებები მათზეც ვრცელდებოდეს.” წყარო: http://www.huffingtonpost.com/leslie-watson-malachi/why-the-fights-for-racial_b_2948243.html


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან