ევროპარლამენტი მოუწოდებს ჰომოფობიური სიძულვილის ენის აკრძალვისკენ
15 03 2013
მოცემული მომენტისთვის ევროკავშირში მხოლოდ რასისტული და ქსენოფობიური სიძულვილის ენა იკრძალება. ILGA-Europe დაუღალავად აწარმოებდა კამპანიას იმისათვის, რომ 2008 წლის კანონში რასიზმსა და ქსენოფობიასთან ბრძოლის შესახებ ჩამოთვლილ სიძულვილის ენის ფორმებს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ენაც მიმატებოდა. ლგბტი ადამიანებისადმი მიმართული სიძულვილის ენა ის ჭირია, რომელიც მთელს კონტინენტზეა მოდებული და სერიოზულ აღქმას საჭიროებს ევროკავშირის დაწესებულებებსა და წევრი ქვეყნების მხრიდან. ლგბტი ადამიანები და მათი მხარდამჭერები სისტემატიურად ხდებიან გამაოგნებლად არაადამიანური, დამამცირებელი ვერბალური თავდასხმებისა და სიძულვილისა და ძალადობისკენ მოწოდებების მსხვერპლნი ისევე, როგორც მათზე ფიზიკური ძალადობა ხორციელდება, რომელსაც ხშირად ფატალური შედეგი აქვს. წყარო: http://www.ilga-europe.org/home/news/for_media/media_releases/hatecrime_hatespeech_ep_resolution_2013


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან