რა შეიძლება ბენედიქტე XVI–ს გადადგომის მიზეზი იყოს
24 02 2013

შეიძლება თუ არა, რომ ვატიკანის გეი სკანდალი საფუძვლად ედოს პაპის ისტორიულ გადადგომას – რომელსაც პირველად აქვს ადგილი უკანასკნელ 700 წელიწადში? საუბარი შესაძლო გეი სკანდალზე ენდრიუ სალივანისგან მოდის, რომელმაც ეს ამბავი ბრიტანულ გაზეთ The Guardian–ში გამოაქვეყნა: „პოტენციურად ფეთქებადმა ანგარიშმა პაპ ბენედიქტ XVI–ს გადადგომა დაუკავშირა ვატიკანში გეი პრელატების ქსელის აღმოჩენას, რომელთაგან ზოგიერთი, როგორც ამის შესახებ ანგარიში მეტყველებს, შანტაჟს განიცდიდა გარე პირებისგან. პაპის პრეს სპიკერმა არც უარყო და არც დაადასტურა ამ ანგარიშის არსებობის ფაქტი, რომელიც იტალიურ ყოველდღიურ გაზეთ La Repubblica-ში გაჟღერდა.“ „La Repubblica–ს ერთ–ერთ ციტატაში ჩანს, რომ ვატიკანის ზოგიერთი ჩინოსანი საერო პირების გავლენის ქვეშ მოექცა, რომლებთანაც „მიწიერი სახის“ ურთიერთობები ჰქონდათ.“ გაზეთის განცხადებით ეს შანტაჟზე მკაფიო მითითებაა. „ საწყისი ანგარიში, მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც, როგორც ჩანს, წარმოადგენს ქალაქ ვატიკანს შიგნით გაბმული ინტრიგის ფართო ქსელს და შეიძლება უკავშირდებოდეს „ვატილიკსად“ მონათლულ სკანდალს, რომელიც პაპის კამერდინერს უკავშირდებოდა. წყარო: http://www.inquisitr.com/537801/vatican-gay-sex-scandal-popes-resignation/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან