უკრაინელი ანტი–გეი აქტივისტები აირს უშვებენ პროტესტის დროს
11 12 2012
ასობით უკრაინელი ლესბოსელი და გეი აქტივისტი შეუერთდა საპროტესტო აქციას კიევის ცენტრში. მონაწილეებმა დაგმეს ახალი კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს ჰომოსექსუალობის ნებისმიერ დადებით წარმოჩენას, გეი პრაიდის ჩათვლით. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, რაც ანტი–გეი აქტივისტებმა აქციის დაშლა სცადეს და ბუნებრივი აირის გაუშვეს ხალხში. რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული. ეგრეთ წოდებულმა „ანტი–გეი პროპაგანდის“ კანონპროექტმა, ოქტომბერში შეფერხების გარეშე გაიარა პირველი მოსმენა პარლამენტში. კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც შემოიტანს, დაამზადებს ან გაავრცელებს ასეთი სახის მასალას შეიძლება ხუთი წლით აღმოჩნდეს ციხეში. წყარო: http://www.euronews.com/2012/12/09/ukraine-anti-gay-activists-release-gas-at-lgbt-protest/


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"