კლინტონი მსოფლიო ლგბტ ჯილდოს მიიღებს
06 05 2012

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ბრიტანული საქველმოქმედო ფონდისაგან ჯილდოს მიიღებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების კეთილდღეობისათვის შეასრულა.

ფონდი აღიარებს იმ საერთაშორისო ყურადღებას, რომელიც მან ლგბტ უფლებებს მიაპყრო ჟენევაში 2011 წლის დეკემბერში წარმოთქმული სიტყვით.

ზემოხსენებულ სიტყვაში მისის კლინტონმა განაცხადა, რომ ”ჰომოსექსუალობა დანაშაული აღარასოდეს უნდა იყოს”, და დასძინა რომ აშშ შეებრძოლებოდა მსოფლიო მასშტაბით ჰომოსექსუალობის კრიმინალიზაციის მცდელობებს.

ფონდ Kaleidoscope Trust-ის წარმომადგენელმა ჰარჯიტ ჯოჰალმა განაცხადა, რომ აშშ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს არა მხოლოდ სწამს რომ ლგბტ უფლებები ადამიანის უფლებებია, არამედ იღწვის იმისათვის, რომ ამ უფლებათა აღიარება მოხდეს.

მისის კლინტონი ჯილდოს მიიღებს მსოფლიო პრაიდ ღონისძიების ფარგლებში გამართულ საგანგებო ცერემონიაზე მიიღებს, რომლის მიზანიცაა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმ ადამიანების შესახებ შესახებ, ვინც ჩაგვრასა და დევნას განიცდის საკუთარი სექსუალობის გამო.

ღონისძიება, რომელშიც ლგბტ უფლებების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია და სხვადასხვა საღამოები შედის, 23 ივნისს დაიწყება ლონდონში და 8 ივლისამდე გასტანს. ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი 7 ივლისს დაგეგმილი მსველობაა.

წყარო:http://www.google.com/hostednews/ukpress/article/ALeqM5iJ_vLytXfMhS0EnyMngPPLeYFMJw?docId=N0114201336229776920A



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი