ებრაული ლგბტ დელეგაცია ამერიკაში
27 04 2012

გასულ თვეს, სიეტლი ებრაული ლგბტ დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებულმა მითქმა-მოთქმამ მოიცვა.

ებრაული ლგბტ დელეგაციის ვიზიტი სიეტლში ნაწილობრივ ისრაელის მთავრობის მიერ იყო დაფინანსებული და მთელი ღონისძიება ემსახურებოდა იმის ხაზ გასმას, რომ პალესტინური საზოგადოებისაგან განსხვავებით ისრაელი გეი უფლებებზე ზრუნავს. ბევრმა ებრაელმა და პალესტინელმა მშვიდობის აქტივისტმა ზემოხსენებული დელეგაციის სიეტლში ჩამოსვლა გააპროტესტა. პროტესტს საფუძვლად ის ედო, რომ ისრაელს პალესტინელების ჩაგვრისა და ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს. მას შემდეგ, რაც ლგბტ კომისიამ, რომელსაც დელეგაცია უნდა მიეღო, ორივე მხარის არგუმენტები მოისმინა, ღონისძიება გაუქმდა.

ამ ფაქტმა ლგბტ ბიზნეს თემის წარმომადგენელი ადგილობრივი და შტატის პოლიტიკური ლიდერები აღაშფოთა. მათ დაიცვეს ისრაელის დელეგაცია და შედეგად ლგბტ კომისიას დაევალა ოქტომბერსა ან ნოემბერში ახალ დელეგაციას უმასპინძლოს.

როგორ უნდა აუეწყოს მსგავსი სახის ღონისძიება მომავალში, და რა საპასუხო რეაქცია უნდა ჰქონდეთ ლგბტ მშვიდობის აქტივისტებს? სასურველი იქნებოდა სამომავლოდ დელეგაცია დამოუკიდებელი იყოს და არ ფინანსდებოდეს მთავრობის ან რომელიმე ამერიკული სუროგატი ორგანიზაციის მიერ. ასევე, სასურველია, რომ ლგბტ დელეგაციის შემადგენლობა მოიცავდეს, როგორც ებრაელ, ასევე მუსლიმ და ქრისტიან პალესტინელ მოქალაქეებს.

ღონისძიება უნდა აეწყოს ისე, რომ ცოცხალ დისკუსიად გადაიქცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოდერატორად უნდა დაინიშნოს თემში პატივცემული ადამიანი, ხოლო დისკუსია დაიყოს რამდენიმე სადისკუსიო პუნქტად როგორიცაა:

– ებრაელი და პალესტინელი ლგბტ ადამიანების სტატუსი და მიღწევები ებრაულ საზოგადოებაში;

– ისრაელის სტატუსი შუა აღმოსავლეთში ლგბტ უფლებებთან მიმართებაში;

– ისრაელში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ფართო გაგებით განხილვა (აქ, რა თქმა უნდა ლგბტ უფლებებიც შედის)

– გზები, რომელთა გამოყენებითაც ისრაელის მთავრობა ცდილობს ლგბტ უფლებების პოლიტიკურ არგუმენტად გამოყენებას შუა აღმოსავლეთში არაბულ ქვეყნებთან ბრძოლაში.

წყარო:http://seattletimes.nwsource.com/html/opinion/2018060946_guest25silverstein.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა