ირანელი სასულიერო პირი ჰომოსექსუალებს ცხოველებს ადარებს
18 04 2012

როგორც The Guardian იუწყება, აიათოლა აბდოლა ჯავადი-ამოლიმ, ირანის წმინდა ქალაქ ყუმში მოღვაწე გავლენიანმა სასულიერო პირმა და სწავლულმა, ჰომოსექსუალებს ძაღლებსა და ღორებზე ”უარესები” უწოდა.

”თუკი საზოგადოება ახალ ცოდვას ჩაიდენს, იგი ახალ სასჯელს მიიღებს,” განაცხადა ჯავადი-ამოლიმ, - ”მაგალითად, აივ/შიდსის მსგავსი პრობლემა ადრე არ არსებობდა,” დასძინა მან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აიათოლა ჯავადი-ამოლიმ თავის სიტყვაში სოდომიტური ცოდვისათვის ღვთის მიერ დასჯილი წინასწარმეტყველი ლოთი ახსენა და დასძინა, რომ ძაღლები და ღორებიც კი არ აკეთებენ ასეთ ”საძაგლობას” (ჰომოსექსუალობა) მაშინ, როცა დასავლელი პოლიტიკოსები ჰომოსექსუალების დასაცავად კანონებს იღებენ.

The Guardian-ის მიერ მომზადებულ რეპორტაჟში ასევე იყო ნახსენები სოციალურ ქსელ Facebook-ზე დაწყებული კამპანია ”ჩვენ ყველგან ვართ”, რომელსაც 6,000 მოწონება აქვს და რომელიც ირანში (სადაც ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება) ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობისადმი ყურადღების მიქცევას ემსახურება.

წყარო:http://www.rawstory.com/rs/2012/04/18/iranian-cleric-lgbt-are-inferior-to-dogs-and-pigs/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის