ნეპალი მესამე გენდერის ოფიციალურ აღიარებას განიხილავს
09 09 2011

ოთხი წლის წინ ნეპალის უზენაესმა სასამართლომ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებები აღიარა. შემდეგი ნაბიჯი, როგორც ვარაუდობენ, ლგბტ ადამიანის უფლებათა დასაცავად კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორებების შეტანა იქნება.

ნეპალში პირველი საჯარო ქორწინება ორ ქალს შორის 2011 წლის ივნისში კატმანდუდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით აღინიშნა. 2006 წლამდე ნეპალი კონსტიტუციურად ჰინდუისტური სახელმწიფო იყო, სანამ პარლამენტმა კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორებები არ შეიტანა და ნეპალი სეკულარული ქვეყანა არ გახდა. ნეპალში ჰინდუიზმთან ერთად, მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგია ბუდიზმია.

მიუხედავად იმისა, რომ ერთსქესიანი ქორწინება ნეპალში ჯერ კიდევ არალეგალურია, ზემოხსენებული ქორწილი ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ. ნეპალის უზენაესი სასამართლოს დადგენილებამ გეი უფლებებთან დაკავშირებით, ნეპალელ ლგბტ ადამიანებს შესაბამისი კანონმდებლობისკენ მიმავალი გზა გაუკვალა.

წყარო:http://awid.org/News-Analysis/Friday-Files/Nepal-Looks-Set-to-Officially-Recognize-Third-Gender



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება