დასავლეთ აფრიკული ლგბტ უფლებათა დაცვის პროექტი
26 08 2011

2011 წლის 26 აგვისტოს, ლაგოსში (ნიგერია), აფრიკის ლესბოსურმა კოალიციამ (CAL) ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველების პროექტი გახსნა. ნიგერიის ლგბტ ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის „The Initiative for Equal Rights“-ის მხარდაჭერით გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის ვორკშოპში მონაწილე პირები გახსნას ლაგოსის ლგბტ თემის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. CAL-ის ზემოხსენებული პროექტის კოორდინატორის, ვიქტორ მუკასას განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელების აუცილებლობა გამოიწვია იმ ძალადობამ, რომელსაც ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველები აწყდებიან, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთსქესიან ურთიერთობებსა და გეი უფლებების ადვოკატირებას კრძალავენ. შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, SIDA-ს დაფინანსებით, აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია უკვე უზრუნველყოფს უსაფრთხო საცხოვრებელს ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა). ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველების პროექტი ამჟამად უკვე ხორციელდება დასავლეთ აფრიკაში, და მალე გავრცელდება აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის რეგიონებშიც. წყარო:http://www.mask.org.za/african-lesbians-launch-west-african-lgbt-human-rights-defenders-project/


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის