კუბაზე ტრანსგენდერმა ქალმა და გეი მამაკაცმა იქორწინეს
15 08 2011

კუბაზე გეი მამაკაცისა და ტრანსგენდერი ქალის შეუღლებას, ამ კომუნისტურ ქვეყანაში ლგბტ უფლებების კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

31 წლის იგნასიო ესტრადამ და 37 წლის ვენდი ირიეპამ, საკუთარი კავშირი სამოქალაქო ქორწინებით დააკანონეს და ქორწილის ცერემონია ფიდელ კასტროს 85-ე დაბადების დღეს დაამთხვიეს. როგორც წყვილმა განაცხადა, მათ ყოფილ ლიდერს საიუბილეო საჩუქარი გაუკეთეს.

ტექნიკურად ეს ერთსქესიანი ქორწინება არ გახლდათ (რაც კუბაში კანონსაწინააღმდეგოა), ვინაიდან ირიეპა ლეგალურად ქალია. იგი პირველია, ვინც კუბაში სახელმწიფოს დაფინანსებით გაიარა სქესის ქირურგიული კორექცია. მიუხედავად ამისა, წყვილის ქორწილი გეი უფლებათა მანიფესტაციას ემსახურებოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ 1960-იან წლებში ჰომოსექსუალებს, როგორც ანტირევოლუციურ პირებს, გამოსასწორებელ ბანაკებში აგზავნიდნენ. ეს ინიციატივა 1959 წლის რევოლუციას მოჰყვა და გასულ წელს ფიდელ კასტრომ იგი შეცდომად აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.

ცერემონიას კუბის ყველაზე ცნობილი დისიდენტები და შეერთებული შტატების დიპლომატები ესწრებოდნენ.

ესტრადამ განაცხადა, რომ ეს პირველი ქორწინებაა გეი მამაკაცსა და ტრანსსექსუალ ქალს შორის და რომ წყვილი ხმამაღლა აღნიშნავს ამ მოვლენას, როგორც კუბაში გეი უფლებების სფეროში წინ გადადგმულ ნაბიჯს.

წყვილს, რომელიც სამი თვის წინ შეხვდა ერთმანეთს, ცერემონიაზე მხარდამჭერები, რეპორტიორები და ცნობისმოყვარე კუბელები ტაშით შეეგებნენ.

წყარო:http://www.dailymail.co.uk/news/article-2025965/Transgender-woman-Ignacio-Estrada-marries-gay-man-LGBT-wedding-Cuba.html?ITO=1490



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი