გეი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკს გადაურჩა, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა
04 08 2011

მამაკაცი, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს, ახლახანს გარდაიცვალა 98 წლის ასაკში.

რუდოლფ ბრაზდა უკანასკნელი ადამიანი იყო, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში სექსუალური ორიენტაციის გამო მოხვდა და იქიდან ცოცხალი გამოვიდა, მას ”უკანასკნელ სამკუთხედთაგანს” უწოდებდნენ. შეგახსენებთ, რომ უნიფორმაზე მიკრული სამკუთხედებით საკონცენტრაციო ბანაკებში ჰომოსექსუალ პატიმრებს გამოჰყოფდნენ.

ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ლესბოსური და გეი ასოციაციის ბერლინის ფილიალმა გამოაცხადა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუზუსტებია.

ბატონი ბრაზდა ბუშენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფებოდა 1942-1945 წლებში. 1913 წელს დაბადებული ბრაზდა ღია ჰომოსექსუალი იყო და მუშაობდა სახურავის ოსტატად, სანამ ნაცისტები სათავეში მოვიდოდნენ.

1937 წელს, საიდუმლო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად იგი დააკავეს და ექვსი თვით ციხეში ჩასვეს.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და მუშაობა გააგრძელა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ ჰომოსექსუალობის ბრალდებით კვლავ დააპატიმრეს.

ბრაზდა, ამჯერად საკონცენტრაციო ბანაკში გააგზავნეს, სადაც ის მძიმე სამუშაოს ასრულებდა და სახურავის ოსტატად მუშაობდა. იგი გეი პატიმრების მიმართ უაღრესი სისასტიკის მომსწრე გახდა.

ბანაკის გათავისუფლების შემდეგ, რუდოლფ ბრაზდა აღმოსავლეთ საფრანგეთში გადავიდა, სადაც იგი თავის პარტნიორს შეხვდა, რომელთანაც მთელი ამ დროის განმავლობაში ცხოვრობდა და რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა.

თავისი ამბავი ბრაზდამ 2008 წელს საჯარო გახადა.

მიუხედავად ასაკისა, იგი აგრძელებდა დევნასა და მიუღებლობაზე საუბარს და მოუწოდებდა ახალგაზრდებს, მეტი ყურადღება გამოეჩინათ.

ნაცისტების მმართველობისას დაახლოებით 100,000 გეი მამაკაცი და უფრო მცირე რაოდენობის ლესბოსელი იქნა დაპატიმრებული ჰომოსექსუალობისთვის.

დაახლოებით 10,000-15,000 ათასი გეი მამაკაცი იქნა გაგზავნილი საკონცენტრაციო ბანაკში საიდანაც ცოცხალი ძალიან ცოტა გამოვიდა.

წყარო:http://www.pinknews.co.uk/2011/08/04/gay-man-who-survived-nazi-concentration-camp-dies-aged-98/



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი