ლესბოსელმა წყვილმა 40 ადამიანი გადაარჩინა
26 07 2011

ლესბოსელმა წყვილმა საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენა, როცა ნორვეგიელი ტერორისტისგან გამოქცეული 40 ადამიანი გადაარჩინა.

ჰეგე დალენი და მისი პარტნიორი - ტორილ ჰანსენი კუნძულ უტოიას საპირისპირო ნაპირზე სადილობდნენ, როცა მათ კუნძულიდან ყვირილი და სროლის ხმა გაიგეს. წყვილი მაშინვე საკუთარ ნავში ჩაჯდა და კუნძულისკენ გაემართა. მათ კუნძულიდან გასაქცევად მომზადებული ახალგაზრდების ჯგუფი გამოიყვანეს სამშვიდობოზე.

იმის გამო, რომ მათ არ შეეძლოთ ყველას ერთად დახმარებოდნენ, წყვილს რამდენჯერმე მოუწია კუნძულის ნაპირთან მიბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ მსროლელის ტყვიები მათ ნავსაც ხვდებოდა, დალენმა და ჰანსენმა ორმოცამდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

წყარო: http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/07/26/Lesbian_Couple_Saves_40_from_Norwegian_Shooter/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან