შეძლებს ვიეტნამი ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებს?
28 07 2011

2010 წლის ბოლოს ინტერნეტში ორი ვიეტნამელი ქალის, მინჰ ქუანგისა და თუი ლინჰის, ჰანოიში ჩატარებული ქორწინების ცერემონიის ამსახველი ვიდეო მასალა გამოჩნდა. ვიდეო-რგოლმა მაშინვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა ვიეტნამურ საზოგადოებაში იმდენად, რამდენადაც ეს პირველი ჰომოსექსუალი წყვილია, რომელმაც საჯაროდ აღნიშნეს ქორწილი. 2010 წლის ივნისის დასაწყისში, ზემოხსენებულ მაგალითს ერთმა გეი წყვილმაც მიბაძა და თავისი საქორწინო წვეულება საჯაროდ აღნიშნა.

ზემოხსენებულმა ორმა ფაქტმა ვიეტნამურ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი თვლის, რომ ეს დადებითი ნიშანია, რომელიც უფრო ღია და მიმღებ საზოგადოებაზე მეტყველებს, სხვები კი ამბობენ, რომ ეს ცუდი მაგალითია ახალგაზრდებისთვის.

სოციალური, ეკონომიკური და გარემოს კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ლე ქუანგ ბინჰი ამბობს, რომ ვიეტნამში ჰომოსექსუალური ქორწინება და სიყვარული ჯერ კიდევ მგრძნობიარე საკითხია, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ზემოხსენებული ორი საჯარო საქორწინო წვეულების შემდეგ. საკითხთან დაკავშირებით ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი არსებობს. ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელი, პროფესორი ნგუიენ მინჰ თუიეტი აცხადებს, რომ ვიეტნამმა მალე უნდა მოამზადოს კანონი ერთსქესიან ქორწინებაზე, მაშინ, როცა სოციოლოგიის დოქტორი –ტრინჰ ჰოა ბინჰი აცხადებს, რომ ჰომოსექსუალობა ვიეტნამში მიღებული არაა და საჭიროა ჰომოსექსუალობით შეცდენილი ადამიანები დავარწმუნოთ საკუთარ შეცდომაში და თანდათანობით ნორმას დავუბრუნოთ.

წყარო: http://madikazemi.blogspot.com/



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის