საოჯახო და სამედიცინო შვებულების ინკლუზიური აქტი
02 07 2011

ამერიკის უდიდესი ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია, “The Human Rights Campaign”, ესალმება 112-ე კონგრესზე ინკლუზიური საოჯახო და სამედიცინო შვებულების აქტის ხელახალ წარდგენას. კანონპროექტი, რომელიც სენატორ რიჩარდ დურბინის მიერ იყო ინიცირებული, შეავსებს 1993 წელს მიღებული საოჯახო და სამედიცინო შვებულების კანონს და მასში ჩართავს ერთსქესიან დაქორწინებულ და სამოქალაქო გაერთიანებაში მყოფ ერთსქესიან წყვილებს.

მას შემდეგ, რაც ზემოხსენებული კანონი მიიღეს 1993 წელს, 50,000-ზე მეტ ამერიკელს მიეცა საშუალება სამუშაო ადგილის დაკარგვის პერსპექტივის გარეშე აეღო 12 კვირამდე უხელფასო შვებულება, ჩვილებისა და ავადმყოფი ოჯახის წევრების მოსავლელად და საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად. სამწუხაროდ ამჟამინდელი კანონით ვერ სარგებლობს მილიონობით ლგბტ ამერიკელი, რომელიც გრძელვადიან, სტაბილურ პარტნიორობაში იმყოფება. ისინი ვერ ახერხებენ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული პრივილეგიები საკუთარი პარტნიორის ან მეუღლის მოსავლელად. აღსანიშნავია, რომ ასობით კომპანიამ, რამდენიმე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა გადაწყვიტა მსგავსი პრივილეგიები ერთსქესიან წყვილებზეც განევრცო და ამით აღიარა, რომ ინკლუზიური სამუშაო ძალა, კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალაა.

წყარო:

http://www.windycitymediagroup.com/gay/lesbian/news/ARTICLE.php?AID=32600


ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის