IGLYO სომხეთში სიძულვილის ენის შესახებ
16 06 2011

„IGLYO“ შეშფოთებას გამოთქვამს იმ ჰომოფობიურ პოსტერებთან დაკავშირებით, რომლებიც სომხეთის დედაქალაქ ერევანსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოჩნდა.

ულტრა ნაციონალისტური, მემარჯვენე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, “Mek Azg” (”ერთი ერი”) ამზადებს და ავრცელებს ზემოხსენებულ პოსტერებს, რომლებიც მოუწოდებს ”სომეხ ერს, უარი თქვას ჰომოსექსუალობასა და ეროტიკულ ვებ გვერდებზე”. პლაკატები უკვე უხვად მოიპოვება ერევანისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში.

ორგანიზაცია ასევე ავრცელებს ქსენოფობიურ აზრებს, აფრთხილებს რა სომხებს ”შავი აფრიკელების” შესახებ და აცხადებს, რომ ისინი ”სომეხი მოქალაქეებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ”, თუმცაღა, ჯგუფის მთავარი სამიზნე ლგბტქ ადამიანები არიან.

ზემოხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ქსელის შექმნა სხვადასხვა მხარდამჭერებთან ერთად, რომლებსაც ე.წ. ”ეროვნული” და ”პატრიოტული” არასამთავრობო ორგანიზაციები და პირები წარმოადგენენ. ეს ადამიანები, ჰომოფობიური პლაკატებისა და ბროშურების გავრცელების გარდა, სოციალურ ქსელს იყენებენ ლგბტქ პირების მოსაძებნად, რის შემდეგ, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკური თავდასხმით ემუქრებიან.

როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, სომხეთი ვალდებულია დაიცვას რეზოლუცია, რომელიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციას ებრძვის და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები ჰომო და ტრანსფობიასთან ბრძოლისათვის, ისევე, როგორც სიძულვილის ენისა და დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

„IGLYO“ მხარდაჭერას აღუთქვამს ლგბტქ და ადამიანის უფლებათა აქტივისტებს სომხეთში და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს სასწრაფოდ მიიღონ ზომები სომხეთში ლგბტქ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებით.

წყარო:http://www.iglyo.com/index.php?option=com_content&task=view&id=227&Itemid=34



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია