ევროპრაიდი რომში
10 06 2011

11 ივნისს , ევროპრაიდი 2011 რომის ქუჩებში გამართული მსვლელობით დაგვირგვინდება.

ევროპრაიდი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ევროპის ლგბტქი ადამიანებისათვის რეგიონში მიღწეული პროგრესის დასანახად და იმ წარმატებების აღსანიშნად, რომლებიც მიღწეულ იქნა სამართლებრივი თანასწორობისა და სოციალური მიმღებლობის სფეროში. ამავე დროს, ევროპრაიდი, მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა დარჩენილი პრობლემების გადაჭრისათვის გზების საძებნელად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ წელს ევროპრაიდი ტარდება იტალიაში, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე უარესი სამართლებრივი სისტემა გვხვდება ლგბტქი ადამიანების საკითხებთან მიმართებაში. ეს მკაფიოდაა აღნიშნული „ილგა–ევროპას“ თანასწორობის ნუსხაში”.

ილგა–ევროპა მსვლელობის მოწინავე რიგებში იქნება წარმოდგენილი და მოუწოდებს რომში მყოფ მხარდამჭერებსა და მეგობრებს, შეუერთდეს ევროპრაიდს. მსვლელობაში მონაწილე „ილგა–ევროპას“ ჯგუფი, ყურადღებას გაამახვილებს ევროპაში არსებულ მდგომარეობაზე და ევროპის მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტ ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობის აღმნიშვნელი დიდი ცისარტყელა-დროშა ექნება.

წყარო: www.ilga-europe.org



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან