ხმის მიცემის უფლება საუდის არაბეთში
08 06 2011

შურას საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის წყალობითაც ქალებს 2015 წლიდან მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ექნებათ. შურა არის რიადის საკონსულტაციო საბჭო.

მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი არჩევნები 2011 წლის 22 სექტემბერს გაიმართება, საუდის არაბეთში ქალებს ხმის მიცემის საშუალება 2015 წლის არჩევნებამდე არ ექნებათ. 2015 წლიდან ისინი შეუერთდებიან ამომრჩევლებს, თუმცა არ ექნებათ უფლება თავად წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.

წყარო:http://www.agi.it/english-version/world/elenco-notizie/201106071457-pol-ren1063-saudi_arabia_gives_vote_to_women_as_from_2015



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი