უკრაინაში ქალთა პირველი აქცია გაიმართა
15 03 2011

8 მარტს, 14:00 საათზე, მეტრო სადგურ ” Арсенальная”-ზე გაიმართა აქცია, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ინიციატივების, ორგანიზაციეებისა, და მხატვრული და ლიტერატურული გაერთიანებების წარმომადგენლები. აქცია მიმართული გახლდათ ქალთა დისკრიმინაციის, ექსპლუატაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ და ასევე მასმედიაში ქალის სახის სტერეოტიპიზაციისა და სექსიზმის დაგმობისკენ.

უკრაინული საზოგადოების მზარდი ყურადღება ოჯახის პატრიარქალური მოდელის მიმართ, მჭიდრო კავშირშია ქალთა მზარდ დისკრიმინაციასთან. ქალთან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენები დღევანდელ უკრაინაში ფართოდ გამოიყენება, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი იარაღი. თანდათანობით, მასმედიის საშუალებებში ”ნორმალური” ხდება ქალების მიმართ სიძულვილისა და აგრესიის ღიად გამოხატვა. საზოგადოებრივი ფარისევლობა იმაშიც გამოიხატება, რომ ქალებს პატრიარქალური ღირებულებებით ცხოვრებისაკენ მოუწოდებენ, მაშინაც კი, როცა საზოგადოება პატრიარქატით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებსაც კი არ იყენებს მათ მიმართ.

დღეისათვის ქალებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ სამსახურის პოვნა, განსაკუთრებით, თუკი მათ მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. მათი ანაზღაურება მამაკაცებისაზე ნაკლებია, მაშინაც კი, როცა ისინი ერთნაირი კვალიფიკაციის სამუშაოს ასრულებენ. ქალები პირველები ხვდებიან კადრების შემცირებაში. იდეოლოგიურ დონეზე, ხშირად ხდება ისე, რომ ის რაც ”ქალურად” ითვლება, მეორეხარისხოვნად და დაქვემდებარებულად მიიჩნევა და სქესი სოციალური დაყოფის ერთ-ერთ ძირეულ პრინციპად გვევლინება. ყოველწლიურად უკრაინა სულ უფრო დაბლა მიიწევს საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სქესთა თანასწორობის რეიტინგში. 2010 წლის Global Gender Gap Report-ის თანახმად, უკრაინა ზემოხსენებულ რეიტინგში 63-ე ადგილზეა (2009 – 63, 2008 – 62, 2007 – 57, 2006 - 48) და გზას უთმობს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესტონეთი (47), ბულგარეთი (50), ტაილანდი (57), საბერძნეთი (58) და ბოცვანა (62).

ჯერ კიდევ 200 წლის წინ, შარლ ფურიე წერდა იმის შესახებ, რომ ქალთა ემანსიპაციის დონე საზოგადოებრივი ემანსიპაციის ბუნებრივი საზომია. დემოკრატიული საზოგადოების შექმნა შეუძლებელია სექსიზმის, ანუ სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის, დაძლევის გარეშე.

8 მარტის მსვლელობა პირველი მასობრივი სოლიდარობის აქცია იყო ქალებისთვის, რომლებიც იცავენ საკუთარ უფლებებს. ამ ღონისძიებაზე მოწვეულები გახლდნენ არა მხოლოდ ქალთა ორგანიზაციები, არამედ ფართო საზოგადოებაც, რომელიც მზად იყო გამოეხატა პროტესტი სოციალური უსამართლობისადმი.

ორგანიზატორებს შორის გახლავთ, ფემინისტური ოფენზივი, არასამთავრობო ორგანიზაცია ”Инсайт”, ვიზუალური კულტურის ცენტრი ” НаУКМА”, ინფორმაციული ტექნოლოგიის ინდუსტრიის მუშაკთა უკრაინული პროფკავშირი. აქცია განხორციელდა საკურატორო გაერთიანება Худсовет-ისა და ლიტერატურული გამოცემა ПРОSTORY-ის მხარდაჭერით.

წყარო: ლგბტ ორგანიზაცია "ინსაითი"



ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის