ლგბტ ისტორიის მუზეუმი სან ფრანცისკოში
13 01 2011

ლგბტ ისტორიისადმი მიძღვნილი მუზეუმი ოთხშაბათს სან ფრანცისკოში იხსნება. მუზეუმი კასტროს ისტორიულ ცენტრში განლაგდება. „ისეთი ობიექტები, როგორიცაა ჰარვი მილქის სამზარეულო მაგიდა და ვარდისფერი სათვალეები, მანუსკრიპტები და სექს–სათამაშოები არის გამოფენილი 1,600 კვადრატული მეტრის სივრცეში, მე-18 ქუჩაზე. ორი საგამოფენო დარბაზითა და ასობით ექსპონატით, ლგბტ ისტორიის მუზეუმი მეორეა მსოფლიოში, რომელიც მიძღვნილია მთლიანად გეი და ლესბოსური არქივებისა და მასალებისადმი,“ - აცხადებენ მუზეუმის თანამშრომლები. „ მეორე გერმანიაშია,“– დასძენენ ისინი. მუზეუმს კურირებს „GLBT Historical Society“ (ლგბტ ისტორიული საზოგადოება), რომელიც ათწლეულზე დიდხანს ცდილობდა ეს მუზეუმი გაეხსნა და ძალიან გაუჭირდა ისეთი სივრცე მოეძებნა, რომელიც ფინანსურად მისაღები იქნებოდა. წყარო:http://www.advocate.com/News/Daily_News/2011/01/12/LGBT_History_Museum_Opens_in_SF/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან