ლგბტ ადამიანის უფლებათა დამცველები FIFA-ს ხელმძღვანელის წინააღმდეგ
15 12 2010

წამყვანმა საერთაშორისო გეი უფლებათა დამცველმა ჯგუფმა მოითხოვა, რომ FIFA-მ ოფიციალურად მოიხადოს ბოდიში მისი თავმჯდომარის სეპ ბლატერის კომენტართან დაკავშირებით, რომელიც 2022 წლის მსოფლიო თასზე კატარში ჩამოსულ გეი გულშემატკივრებს ეხებოდა.

ბლატერმა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანოს ხელმძღვანელია, ორშაბათს სამხრეთ აფრიკაში თითქოსდა ხუმრობით განაცხადა, რომ გეი გულშემატკივრებმა "თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი სექსუალური აქტივობისგან" კატარში მოგზაურობისას, სადაც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

კატარმა დაამარცხა ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები FIFA-ს კენჭისყრაში 2 დეკემბერს.

იქიდან გამომდინარე, რომ FIFA-მ მიიღო ყველასათვის მოულოდნელი გადაწყვეტილება, ბევრი პრობლემური საკითხი გაჩნდა კატარში ამგვარი ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე, რადგან ამ ქვეყანაში ბევრი ისეთი კანონი არსებობს, რომელიც ადამიანის უფლებებს ლახავს.

წყარო:http://www.salon.com/life/lgbt/?story=/news/feature/2010/12/14/soc_blatter_gay_comment



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება