პროტესტი ბურქის აკრძალვის წინააღმდეგ საფრანგეთში
02 10 2010

ორმა ფრანგმა სტუდენტმა გოგონამ გადაიღო ვიდეო, სადაც ისინი პარიზის ქუჩებში სეირნობენ ნიქაბსა, შიშველი ფეხებით, მოკლე შორტებში. ფილმი საფრანგეთში მიღებული ახალი კანონის კრიტიკების მიზნით შეიქმნა.

სტუდენტები საკუთარ თავს ” Niqabitches” უწოდებენ და ფილმში ჩანს როგორ დადიან ისინი სხვადასხვა სამინისტრო შენობებსა და ოფისებთან შავი ნიქაბებით, რომლებშიც მხოლოდ თვალები უჩანთ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითა და გრძელი შიშველი ფეხებით.

ერთ-ერთ კადრში ჩანს, როგორ უახლოვდებიან ახალგაზრდა ქალები იმიგრაციისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შესასვლელს, საიდანაც პოლიციელი მათ გაგდებას ცდილობს. ამასთან ერთად, ქალი პოლიციელი აღფრთოვანებას ავლენს მათ ჩაცმულობასთან დაკავშირებით.

”მაგარი რამ გაცვიათ. ეს ახალ კანონს უკავშირდება, არა?” ეკითხება ის გოგონებს. ”დიახ, ჩვენ ამ დრამატული სიტუაციის განმუხტვა გვინდოდა” პასუხობს ერთ-ერთი გოგონა. ”შესანიშნავია! შეიძლება ფოტო გადაგიღოთ?” კითხულობს პოლიციელი, რომელსაც მალე მოსთხოვენ ”ნიქაბოსნების” დაჯარიმებას.

”ჩვენი მიზანი არ არის მუსლიმი ფუნდამენტალისტების ხატზე თავდასხმა, ჩვენ უბრალოდ ვუსვამთ შეკითხვას პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხმა მისცეს, ჩვენი აზირთ, არაკონსტიტუციურ კანონს,”– განაცხადეს სტუდენტებმა.

ფრანგული კანონი, რომელიც ბურქისა და ნიქაბის ტარებას კრძალავს, ისლამს არ ახსენებს, თუმცა პრეზიდენტ სარკოზის მთავრობამ ეს კანონი წარმოადგინა, როგორც გზა მუსლიმი ქალების დაცვისა ბურქისა და ნიქაბის ტარების იძულებისგან.

როგორც კი კანონი ძალაში შევა, ქალი, რომელიც გადაწყვეტს აკრძალვა დაარღვიოს მიიღებს 150 ევროს ჯარიმას ან გაკვეთილების სერიას მოქალაქეობაზე. მამაკაცი, რომელიც დააძალებს ქალს ბურქა ან ნიქაბი ატაროს დაჯარიმდება 30,000 ევროთი და მიესჯება თავისუფლების აღკვეთა გარკვეული დროით. კანონი ჯერ კიდევ შეიძლება შეაჩეროს საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ.

წყარო:

http://www.telegraph.co.uk/news/newsvideo/8036686/French-women-cause-a-stir-in-niqab-and-hot-pants-in-anti-burka-ban-protest.html


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება