ჰეტეროსექსუალი მეუღლეები და „ქამინგ აუთ“–ის ეროვნული დღე
30 09 2010

ადამიანის უფლებათა კამპანიამ (Human Rights Campaign) 11 ოქტომბერი ეროვნულ ქამინგ-აუთის (Coming Out) დღედ გამოაცხადა. ამ დღეს, ათასობით ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანი და მათი მოკავშირეები აღნიშნავენ. ჰეტეროსექსუალ მეუღლეთა ქსელი (The Straight Spouse Network), რომელიც ხშირად უხილავ მოკავშირედ რჩება, კვლავაც უერთდება ზეიმს.

ჰეტეროსექსუალ მეუღლეთა ქსელში შედიან ქალები და მამაკაცები, რომლებიც ლგბტ ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებული. გამოთვლების თანახმად ორ მილიონამდე გეი, ლესბოსელი და ბისექსუალი ადამიანი ერთხელ მაინც ყოფილა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაში. ამასთან ერთად, უცნობია ქორწინებაში მყოფი ტრანსგენდერი ადამიანების რაოდენობა. ქამინგ აუთის შემთხვევაში, მათი მეუღლეები განადგურებულნი არიან, რის შედეგადაც თითოეულ ჰეტეროსექსუალ ცოლს ან ქმარს უხდება მოვლენათა ამ მოულოდნელი განვითარების ფონზე შექმნილი საკუთარი იდენტობის კრიზისთან გამკლავება.

მეუღლეები, რომლებიც ”ჰეტეროსექსუალ მეუღლეთა ქსელს” მიმართავენ, იღებენ ინდივიდუალურ, კონფიდენციალური მხარდაჭერის სისტემას და კვლევებზე დამყარებულ ინფორმაციას, რაც ხელს უწყობს დროთა განმავლობაში მიოიშუშონ პიროვნული ტრავმები და უკეთ გაიაზრონ ჰომოფობიის ფართო ცნება, რომელმაც მათი პარტნიორები აიძულა შესულიყვნენ ე.წ. „ტრადიციულ“ ქორწინებაში.

წყარო:

http://www.lgbt-news.com/2010/09/straight-spouses-add-their-voice-to.html?utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed:+lgbt-news/LGBT+(LGBT+News)



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა