ერთსქესიანი ქორწინება ალბანეთში
01 08 2009

ოთხშაბათს, 29 ივლისს, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ მის კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა ჰომოსექსუალური ქორწინებების ცნობის შესახებ კანონის მიღებას ლობირებას გაუწევს. ამის თაობაზე www.balkaninsight.com იუწყება.

თავისი კონსერვატიული შეხედულებებით ცნობილმა და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრმა, რომლის გადაწყვეტილებამაც მასობრივი გაოცება გამოიწვია, იმავე განცხადებაში აღნიშნა: “ეს არის მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის წინააღმდეგ.” მან დასძინა, რომ კანონი უკვე წარედგინა პარლამენტს, რომლის წევრებმაც ის სერიოზულად უნდა განიხილონ, რადგანაც იგი დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივ საფუძველს უზრუნველყოფს, აიძულებს რა ქვეყანას, ევროკავშირის მიერ უკვე სანქციონირებულ სტრუქტურას დაემორჩილოს, რომელში გაწევრიანებისკენაც ალბანეთი ისწრაფვის.

ბატონ ბერიშას მოსაზრებით, შეთავაზებულმა კანონმა შესაძლოა, დებატები გამოიწვიოს, თუმცა მან მტკიცედ გაუსვა ხაზი თანამედროვე ალბანეთში დისკრიმინაციის დასრულების აუცილებლობას.

www.bbc.co.uk-ის ინფორმაციით, კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოამზადეს და შემდგომ იგი პრემიერ-მინისტრის დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო, ხოლო პარლამენტის წინაშე მისაღებად ის შემოდგომაზე წარსდგება. დემოკრატები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში 140-დან 74 მანდატს ფლობენ, მოელიან, რომ ადვილად მიიღებენ მას.

თუმცა ალბანეთი ფართოდ სეკულარული ქვეყანაა, იგი ევროპის სამი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, ბოსნიასა და კოსოვოსთან ერთად, რომლის მოსახლეობის უმრავლესობასაც მუსლიმები წარმოადგენენ და უცნობია, თუ როგორ მიიღებს მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოება. ბალკანეთის ყოფილი კომუნისტური სახელმწიფო ნატოს წევრი აპრილში გახდა, ხოლო ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის განსახილველად ორგანიზაციას მან ახლახანს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ალბანეთის პარლამენტმა 1995 წელს ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია მოახდინა, ათ წელიწადზე მეტი ხნის შემდეგაც კი გეები და ლესბოსელები ჯერ კიდევ მძიმე სტიგმატიზაციას განიცდიან და მათი უმრავლესობა, იმის შიშით, რომ სექსუალური ორიენტაციის გაცხადების შემთხვევაში მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, კვლავ იატაკვეშეთში ცხოვრობს.

www.balkaninsight.com-თან ადრე მიცემულ ინტერვიუში “ალბანეთის ადამიანის უფლებათა ჯგუფის” (AHRG) წარმომადგენელმა გენცი თერპომ განაცხადა: “ჰომოსექსუალობის მიმართ დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა. მათ თვითონ უწევთ თავის დაცვა. დისკრიმინაცია ყველა დონეზე გრძელდება და მათ შორისაა სახელმწიფო ინსტიტუციებიც."

AHRG-ის მონაცემებით, ალბანელი ლგბტ ადამიანები “შეუმწყნარებლობას, (ხშირად, პოლიციის მხრიდან) ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციას” აწყდებიან.



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"